https://youtu.be/oq5p8hrvKLU
„2017 წლის 28 მარტი
ისტორიაში შევა,
როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
თარიღი. საქართველოს
მოსახლეობას ევროპამ
გაუღო კარი.
დღეს ჩვენ
აღარ გვჭირდება
სპეციალური ნებართვა,
რომ ვიმოგზაუროთ
ევროპის ქვეყნებში“.
„ვიზა-ლიბერალიზაცია არ გულისხმობს ევროკავშირის ტერიტორიაზე ხანგრძლივი
ცხოვრების
უფლების
მიღებას,
ის
გვანიჭებს
საშუალებას,
ყოველ
6 თვეში
3 თვე
ვიმოგზაუროთ
ევროკავშირის
წევრ
სახელმწიფოებში.
ამ
პირობის
დამრღვევებს
საქართველოში
დააბრუნებენ
და
მომავალში
ევროკავშირის
ტერიტორიაზე
შეღწევაზე
სანქციებიც
დაეკისრებათ"
. ამასთან,
უვიზო
რეჟიმი
საქართველოს
მოქალაქეებს
არ
ანიჭებს
ევროკავშირში
მუშაობის
საშუალებასაც.
.ის
ქმნის
შესაძლებლობას,
მოკლევადიანი
ვიზიტის
ან
ვიზიტების
შედეგად,
პირმა
მოიძიოს
სამუშაო
და
საქართველოში
დაბრუნების
შემდეგ,
სხვადასხვა
პროცედურის
გავლის
შემდეგ,
ასევე
კანონიერი
კონტრაქტის
გაფორმების
შემდეგ,
სამუშაოდ
წავიდეს.„უვიზო
რეჟიმით
სარგებლობისთვის
საკმარისი
არ
არის
მხოლოდ
პასპორტისა
და
სამგზავრო
ბილეთის
აღება.
ევროკავშირის
საზღვარზე
ჩვენი
მოქალაქეები
ვალდებულები
იქნებიან,
მოთხოვნის
შემთხვევაში
წარადგინონ
ყველა
ის
საბუთი
და
დააკმაყოფილონ
ყველა
ის
პირობა,
რასაც
ევროკავშირის
წევრი
სახელმწიფოების
საკონსულოები
ითხოვენ
ვიზის
გასაცემად.
ევროკავშირის
მესაზღვრეს
ყოველთვის
აქვს
უფლება,
უარი
გვითხრას
ტერიტორიაზე
შეღწევაზე".
ვიზის
ლიბერალიზაცია
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ
შეთანხმების
შესაბამის
ნაწილში
მნიშვნელოვანი
ადგილი
უჭირავს
მოქალაქეთა
მობილურობის
ხელშეწყობას,
მათ
შორის
-შესაბამის
ეტაპზე
უვიზო
რეჟიმის
შემოღებას.
უნდა
აღინიშნოს,
რომ
სავიზო
რეჟიმის
ლიბერალიზაცია
ევროკავშირთან
თანამშრომლობის
ფარგლებში
დამოუკიდებელი
პროცესია
და
საქართველო-ევროკავშირის
სავიზო
დიალოგის
ფორმატში
მიმდინარეობს.
ევროკავშირთან
უვიზო
რეჟიმის
მიღწევის
ერთ-ერთ მთავარ
წინაპირობას
წარმოადგენს
სავიზო
რეჟიმის
ლიბერალიზაციის
სამოქმედო
გეგმის
ეფექტიანი
შესრულება.
საქართველოსა
და
ევროკავშირს
შორის
უვიზო
მიმოსვლის
პერსპექტივა
აღმოსავლეთ
პარტნიორობის
ერთ-ერთი მთავარი
კომპონენტი,
ხალხთა
შორის
კონტაქტების
გააქტიურების
ძირითადი
ინსტრუმენტი
და
ევროკავშირთან
შემდგომი
დაახლოების
ეფექტიანი
საშუალებაა.
რას ნიშნავს უვიზო
რეჟიმი?
უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის
ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ
ქვეყანას,
ევროკავშირის
4 არაწევრ
ქვეყანას
და
შენგენის
4 კანდიდატ
ქვეყანას:
წევრი
ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები,
პოლონეთი,
პორტუგალია,
საბერძნეთი,
საფრანგეთი,
სლოვენია,
სლოვაკეთი,
უნგრეთი,
ფინეთი,
შვედეთი,
ჩეხეთი;
არაწევრი
ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი,
ნორვეგია
და
შვეიცარია;
კანდიდატი
ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი,
რუმინეთი,
ხორვატია.
უვიზო რეჟიმი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს ბიომეტრიული პასპორტის ქონის შემთხვევაში, ვიზის გარეშე
განახორციელონ
მხოლოდ
მოკლევადიანი
ვიზიტები.
მოკლევადიანი
ვიზიტი
გულისხმობს
90 დღეს
ნებისმიერი
180 დღის
განმავლობაში.
ევროკავშირის/შენგენის
ქვეყნებში
90 დღის
პერიოდით
ყოფნის
შემდეგ
საქართველოს
მოქალაქემ
უნდა
დატოვოს
ამ
ქვეყნის
ტერიტორია.
ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მომდევნო შესვლა შესაძლებელია მომდევნო 90 დღის
(ჯამში
180 დღე)
პერიოდის
გასვლის
შემდეგ.
მოკლევადიანი
ვიზიტი
შესაძლებელია
სხვადასხვა
მიზნით:
ტურისტული,
ოჯახის
წევრების/ახლობლების
მონახულება,
ბიზნესშეხვედრები,
მოკლევადიანი
სასწავლო
და
გაცვლითი
პროგრამები/ტრენინგი,
კურსები,
კულტურულ
ან
სამეცნიერო
ღონისძიებებში
მონაწილეობა,
მკურნალობა
და
სხვა.
ნებისმიერი
ასეთი
ვიზიტის
ხანგრძლივობა
არ
უნდა
აღემატებოდეს
90 დღეს.
უვიზო
რეჟიმი
არ
შეეხება
შენგენის
ზონაში
გრძელვადიან
ვიზიტებს
განათლების
მიღების,
მუშაობის
ან
სხვა
მიზნით.
ხანგრძლივი
პერიოდით
დარჩენის
სურვილის
შემთხვევაში,
საქართველოს
მოქალაქეებმა
ვიზის
მისაღებად
საქართველოში
აკრედიტებულ
შესაბამისი
ქვეყნის
საკონსულოს
უნდა
მიმართონ.
Комментариев нет:
Отправить комментарий