"მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი"

პროექტზე მუშაობის ეტაპები

პროექტის მთავარი თემაა „ნატო-ევროკავშირის ისტორია და საქართველო და ევროკავშირი“ პროექტის მიზანი: მოსწავლეებში ევროკავშირის შესახებ ცნობადობის ამაღლება და მათში ევროპული ღირებულებების დამკვიდრება; მოსწავლეების მიერ თემის შესახებ უფრო მეტი ცოდნის შეძენა, გაღრმავება და გამოვლენა; დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია; სინამდვილის რეპრეზენტაცია; სხვადასხვა მედიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის ანალიზი და შეფასება. მოსალოდნელი შედეგები: პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას თემის ირგვლივ და გააკეთებენ დასკვნას. შეძლებენ კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობას მოსმენასა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენას აუდიტორიის წინაშე. . ზეპირი გამოსვლის მოსამზადებლად სტრატეგიების არჩევასა და გამოყენებას. გაიაზრებენ, გააანალიზებენ და შეაფასებენ ტექსტებს (მხატვრული და არამხატვრული), რომლებიც შეიცავენ გარკვეულ თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ საკითხებზე. წერილობით გადმოსცემენ საკუთარ თვალსაზრისს, იმსჯელებენ კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტების მოხმობით. წერის სტრატეგიების გამოყენებას ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის. გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს..წარმოადგენენ საინტერესო ბუკლეტს. მუშაობის პროცესსა და შემდგომ მოსწავლეებს განუვითარდებათ ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების,მსჯელობის, განსჯის, კვლევის, ცოდნის ძიებისა და დახარისხების უნარი .გამოიმუშავებენ ურთიერთპატივისცემის,სხვათა აზრის გაზიარებისა და ჯგუფური მუშაობის უნარს. პროექტის მნიშვნელობა: პროექტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით,რომ მოსწავლეებმა შეძლონ გარკვევა, თუ რატომ და რისთვის გვჭირდება ნატო–ევროკავშირთან ინტეგრაცია,რა მიზანს ემსახურება ვიზალიბერალიზაცია. რა ღირებულებებია საჭირო იმისათვის,რომ გავხდეთ ღირეული წევრი ქვეყანა ამ გაერთიანებისა. როგორ შეძლებს საქართველო ევროკავშირის ხელშეწყობით კონკრეტული რეფორმების გატარებას. პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებასა და დახვეწაში.მათ ჩამოუყალიბდებათ საინფორმაციო,მედია და ტექნოლოგიური,საინფორმაციო წიგნიერი,ისტ (ინფორმაციულ-საკომუნიკაციო და ტექნოლოგიების) წიგნიერებისა და სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები.შეძლებენ ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვებას,კრიტიკულ და კომპეტენტურ შეფასებას,ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენებას მოცემულ საკითხთან და პრობლემასთან დაკავშირებით. ტექნოლოგიების გამოყენება დაეხმარება , როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების,შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალება ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ეთიკური საკითხების საფუძვლიანი ცოდნის შეძენაში. სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები ხელს შეუწყობს ადეკვატურად და პროდუქტიულად თანამშრომლობას.მოსაზრებებისა და გადაწყეტილებების საჭიროებისამებრ დაბალანსებას სხვადასხვა ჯგუფთან ერთობლივი მუშაობისას. პროექტის აღწერა და გაანალიზება: პროექტზე მუშაობის იდეა დაიბადა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ. მოგეხსენებათ, ყველას და განსაკუთრებით 21–ე საუკუნის მოსწავლისათვის რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაცია,ვიზალიბერალიზაცია. არ მინდოდა ჩემი მოსწავლეების ინტერესი მხოლოდ საზღვარგარეთ უვიზოდ მიმოსვლის ხიბლით ყოფილიყო გამოწვეული. მინდოდა, უფრო მეტი შეგნებით მოჰკიდებოდნენ ჩვენი ქვეყნისათვის მეტად მნიშვნელოვან საკითხს,მომავალი საქართველო ხომ მათ მხრებზე უნდა იდგეს, ქვეყანა,რომელიც თვითმყოფადობას არასდროს კარგავდა. მათ უნდა ჩამოვუყალიბოთ სწორი დამოკიდებულება საკითხის მიმართ,განუვითაროთ სწორი ხედვა, ფასეულობებისა და ღირებულებების აღქმის უნარი, სხვისი ღვაწლის დაფასება. ამიტომ შევთავაზე პროექტზე მუშაობა. ალბათ, არ გაგიკვირდებათ,თუ გეტყვით, რომ მათში დიდი ინტერესი გამოიწვია, თუმცა იცოდნენ, რომ წინ დიდი და რთული შრომა ელოდათ.ორი თვის მანძილზე უამრავი ინფორმაცია უნდა მოეძიებინათ,შეეგროვებინათ, დაეხარისხებინათ და ა.შ. მოსამზადებელი სამუშაოები: პროექტის მომზადების დასაწყის ეტაპზე მივმართე გონებრივი იერიშის მეთოდს. ეს სტრატეგია დამეხმარა მოსწავლეთა წინარე ცოდნის გარკვევაში. მათგან გავიგე ,რომ მათი დაინტერესება გამოწვეულია იმ ფაქტორით,რომ ქვეყანაში დგება მნიშვნელოვანი მომენტი,უნდა განვაგრძოთ კურსი აღებული ევროპისაკენ,თუ ჩვენი ბედი ისევ დავუკავშიროთ რუსეთს. რა საერთო ღირებულებები გვაქვს.როგორია ევროპულ კავშირში შემავალ ქვეყნებში ამა თუ იმ პრობლემასთან დაკავშირებული საკითხებისადმი დამოკიდებულება. მოსწავლეებს ვესაუბრე ევროკავშირის შესახებ, რომ „ევროკავშირი 28 დემოკრატიული სახელმწიფოს უნიკალური პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების უზრუნველყოფას მისი 500 მილიონზე მეტი მოქალაქისთვის, უფრო სამართლიან და უსაფრთხო სამყაროში.საუკუნეების განმავლობაში, ევროპის კონტინენტმა მრავალი სისხლისმღვრელი ომი იხილა, მეორე მსოფლიო ომმა კი ევროპას არა მხოლოდ მილიონობით დაღუპული მოქალაქე, არამედ განადგურებული ეკონომიკა და მყიფე უსაფრთხოება მოუტანა. ნათელი იყო, რომ ქვეყნებს შორის მშვიდობის უზრუნველყოფა მხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის მეშვეობით იქნებოდა შესაძლებელი.ევროპული ინტეგრაციის იდეა პირველად დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, უინსტონ ჩერჩილმა წამოაყენა, რომელმაც 1946 წლის 19 სექტემბერს ციურიხში (შვეიცარია) სიტყვით გამოსვლისას, ევროპის შეერთებული შტატების შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა, თუმცა, აღნიშნულ იდეას მაშინ განვითარება არ მოჰყოლია.“ საწყის ეტაპზე მოსწავლეებმა იმუშავეს წყვილებში.გამოვიყენე მეთოდი:“დაფიქრდი, დაწყვილდი,გაუზიარე.“



პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ
პროექტზე და ასრულებენ
დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ
გონებრივი იერიში    



პრეზენტაცია
მოსწავლეებოის შეფასება მათთვის ნაცნობი
დაფიქრდი, დაწყვილდი,გაუზიარე
გეზის მიმცემი კითხვები და
მასალის ძიების გზები
არაფორმალური დაკვირვება და შემთხვევების ჩანიშვნების სხვადასხვა მასალის გაცნობა
ჩანიშვნები შეგროვებულ ინდივიდუალურ საქაღალდეში.ჩეკლისტები,რომლებიც ხელს შეუწყობს მოსალოდნელ ქცევაზე ფოკუსირებას
ბუკლეტის შექმნა და ბლოგზე ატვირთვა
წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკით



დავავალე გაეცნონ მასალას და ერთ კვირაში წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებები.შენიშვნები,სურვილები.დავნიშნაე საკონსულტაციო შეხვედრები. შემდეგ ეტაპზე, მოსწავლეები  დავყავი  ჯგუფებად.მოსწავლეთა ერთ ჯგუფს დავავალე  მოიძიონ ინფორმაცია ევროკავშირის ისტორიისა და მისი გაფართოების შესახებ, მეორე ჯგუფს დავავალე გაეცნონ ევროკავშირის განვითარების ეტაპებსა და სამეზობლო პოლიტიკას,მესამე ჯგუფს დაევალა მუშაობა საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ (სამუშაო უნდა შეესრულებინათ ერთი თვის ვადაში).
პირველ რიგში მოსწავლეებმა  მოიძიეს  შესაბამის მასალა. „განმარტებითი ლექსიკონისა“ და „უცხო სიტყვათა  ლექსიკონის“ საშუალებით არკვევენ მათთვის  უცნობი ლექსიკური ერთეულების მნიშვნელობას.  სწავლობენ იმ ენობრივ მახასიათებლებს,რომლებმაც შეიძლება, სიძნელე შეუქმნას მკითხველს. იწერენ მათთვის უცხო სიტყვებსა და გამოთქმებს,განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებენ სპეციფიკურ ტერმინოლოგიაზე. ამოწერილ სიტყვებს ალაგებენ ანბანური სისტემით და ლექსიკონების საშუალებით ეძებენ  შესაბამის ფორმებს. რეგულარულად, კვირაში ერთხელ,  თითოეულ ჯგუფთან მქონდა  საკონსულტაციო შეხვედრები და ვეცნობოდი ჩატარებული მუშაობის ეტაპებს. (მოსწავლეებს წინასწარ მივეცი სამუშაო კითხვარი,რომელიც დაეხმარა  თითოეულ ჯგუფს დავალება სრულყოფილად და ხარისხიანად შეესრულებინა.შევთავაზე მუშაობის პროცესში ეწარმოებინათ   დღიური,რომელშიც აღრიცხული იქნებოდა  ყველა ის სიძნელე, რაც შეხვდებოდათ  მუშაობის პროცესში და რომელშიც გამოთქვამდნენ  თავიანთ ვარაუდებს შესასწავლი საკითხის შესახებ). თითოეული შეხვედრის დროს ვიხილავდით   მოწოდებულ საკითხებს და შეგვქონდა კორექტივები. შემდგომი ეტაპი იყო თითოეული ჯგუფის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია. ბოლოს, ყველა ჯგუფის მიერ მოძიებული ინფორმაცია შეიკრა, შერჩევითი გზით ჩატარდა მშობლების, მასწავლებლებისა და მოსწავლეების (საზაგადოების ინფორმირებულობის თვალსაზრისით) გამოკითხვა წინასწარ შედგენილი კითხვარით:
 1, რა არის  ევროკავშირი?
2. რამდენი ვარსკვლავია გამოსახული  ევროკავშირის დროშაზე?
3. რას წარმოადგენს ვარსკვლავთა  ეს რაოდენობა დროშაზე?
4, იცით თუ არა,რომ ევროკავშირის ჰიმნიოდა სიხარულისალუდვიგ ვან ბეთჰოვენის ცნობილი მეცხრე სიმფონიის ნაწილია?
5.როდის აღინიშნება ევროპის დღე?
6.როდის დაიწყო საქართველოევროკავშირის ურთიერთობები
7. როდის მოეწერა ხელი ასოცირების შესახებ შეთანხმებას?
8. რას ნიშნავს უვიზო რეჟიმი?
9. როდის შევიდა ძალაში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება სრულად?
10. რას ელით იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა გავხდებით?

და კლასმა  წარადგენა ერთიანი პრეზენტაცია.

 შეფასება:  სასწავლო პროექტის ყველა ეტპზე ხორციელდებოდა შეფასება, რომელიც  ეფუძნებოდა საკითხის გაგების შესამოწმებელ შეკითხვებზე ადეკვატურ პასუხებს და საბოლოოდ Power-Point-ში პრეზენტაციის შექმნას. როგორც მოგახსენეთ, პროექტის დასაწყისში გონებრივი იერიშის მეთოდს მივმართე.ეს სტრატედია დამეხმარა მოსწავლეთა წინარე ცოდნის გარკვევაში,დაფიქრდი,დაწყვილდი,გაუზიარე მეთოდის გამოყენებამ  ხელი შეუწყო  მოსწავლეებს ცოდნის ორგანიზებაში.ურთიერთთანამშერომლობის უნარის განვითარებაში. დაკვირვებისა და შემთხვევების ჩანიშვნა დაეხმარა სწავლის დაგეგმვაში  და თვალსაჩინოება შესძინა საბოლოო შეფასებას.
შედეგების ანალიზი: პროექტზე მუშაობის დროს ძალიან დამეხმარა ის ცოდნა და გამოცდილება,რაც მივიღე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ ორგანიზებული სხვადასხვა სახის ტრენინგებით.  MIE EXPERT- ის  წოდებამ ბევრი ინსტრუმენტი,  ინფორმაცია გახადა ჩემთვის  ხელმისაწვდომი, შემძინა გამოცდილება და თავდაჯერებულობა. ჩართული ვარ  eTwinning–ის პროექტში, მაქვს ორი ინიცირებული პროექტი და ვმონაწილეობ სხვადასხვა პროექტებში,შესაბამისად,ჩემი მოსწავლეებიც  აქტიურად მონაწილეობენ. მათ ჰქონდათ პროექტებზე მუშაობის მეტ–ნაკლები გამოცდილება, ამიტომ თავად გეგმავდნენ ყოველ შემდეგ სვლას.პროექტზე მუშაობამ დამანახა,რომ მოსწავლეები კარგად  ეუფლებიან 21-ე საუკუნის უნრა-ჩვევებს.მრავალფეროვანი პროდუქტების გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას, ამიტომ ინტერესი არ ცხრება.
მე ვფიქრობ, სწორად დაგეგმილმა პროექტმა თავისი გააკეთა და მოსწავლეებმა ბევრი ცოდნა შეიძინეს თემის ირგვლივ. შეიტყვეს,თუ რა არის ევროკავშირი და განვითარების რა ეტაპები გაიარა,სანამ დღევანდელ სახეს მიიღებდა. საოცარი გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა,რომ ევროკავშირი 2012 წლის 12 ოქტომბერს დაჯილდოვდა ნობელის პრემიით, მშვიდობის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის  დარგში შესრულებული ღვაწლისთვის. ისინი ფიქრობდნენ, რომ ნობელის პრემია მხოლოდ ინდივიდებს (მწერლებს, მეცნიერებს, მომღერლებს  და ა.შ.) ეძლეოდათ. ახლა უკვე ღრმად მწამს,რომ ჩემი მოსწავლეები მხოლოდ ევროპაში  უვიზოდ მოგზაურობით არ მოიხიბლებიან და სიღრმისეულად გაითავისებენ, თუ რატომ არის  აუცილებელი და ესოდენ მნიშვნელოვანი ჩვენთვის  ევროპის დიდ ოჯახში შესვლა და მათ წევრთა რიგებში გაერთიანება.  მოხარული ვარ,რომ ჩემმა მერვეკლასელებმა მიღებული ცოდნა მეხუთეკლასელებსაც გაუზიარეს(თავად გამოთქვეს სურვილი და ისინი ატარებდნენ საუბრებს თემის ირგვლივ). რთულია, თუნდაც 10 ფურცელზე გადმოსცე ის ტიტანური შრომა,რაც მოსწავლეებმა ორი თვის მანძილზე გასწიეს.
მინდა გითხრათ, რომ მოსწავლეების ინტერესი თემის გარშემო  იმდენად დიდია (ისინი თვლიან,რომ კიდევ ბევრი რამ დარჩათ შესასწავლი,მოსაძიებელი), რომ სურთ განაგრძონ  მუშაობა  და მეტი ინფორმაცია მიიღონ, მათი ინიციატივით დავგეგმეთ, რომ 9 მაისს ევროპის დღე აღვნიშნოთ სკოლაში.
გამოყენებული რესურსები: ციფრული კამერა; ფოტოკამერა; კომპიუტერები;პროექტორი ფოტოსურატების დამუშავება;მულტიმედია;ინტერნეტძიება; ვებგვერდის შექმნა; ვორდისა და Power-Point–ის   პროგრამა.



პროექტის რესურსები:
პირადი კონსულტაციები სკოლის დირექციასთან,ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებთან, მშობლებთან.

ინტერნეტ სივრცე:





Комментариев нет:

Отправить комментарий